იტალიაში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა

სამხრეთ იტალიაში გადაუღებელი წვიმების შემდეგ წყალდიდობაა. უამინდობას უკვე 2 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სიცილიაზე წყალმა წაიღო ავტომობილი, რომელშიც 67 და 54 წლის ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ. მამაკაცის ცხედარი ნაპოვნია, ქალს ამ დრომდე ეძებენ.

კატანიაში სკოლები და სკვერები დაიხურა.

მეხანძრეების თქმით, კატანიის შემდეგ, ყველაზე მეტად სიცილია დაზარალდა.