იტალიაში ვაქცინა 16 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო

იტალიაში ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა უკვე 16 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ANSA ავრცელებს. 

ამასთან, იმუნიზაციის პროცესი სრულად დაასრულა 5 მილიონამდე ადამიანმა.

მიუხედავად ამისა, კორონავირუსის დაავადებით გამოწვეული გართულებების შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში 360 ადამიანი გარდაიცვალა და გამოვლინდა 16,232 ახალი შემთხვევა.