იტალიაში, ვენახში რომაული მოზაიკის იატაკი აღმოაჩინეს - PHOTO

იტალიაში, ვერონაში აღმოჩენილია უძველესი რომაული ვილის ფრაგმენტები, რომლებსაც არქეოლოგები რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ეძებდნენ. ამის შესახებ Guardian წერს.

"უამრავი წარუმატებელი ცდის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, აღმოჩენილია რომაული ვილის იატაკისა და ფუნდამენტის ნაწილი, რომელიც დედაქალაქიდან ჩრდილოეთით მდებარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

არქეოლოგები აღნიშნავენ, რომ შენობის სავარაუდო ადგილმდებარეობა დაახლოებით ერთი საუკუნის წინ დადგინდა, თუმცა უშუალოდ ვილის პოვნა აქამდე ვერ ხერხდებოდა.

ახლა ისინი ვერონის ხელისუფლებისგან ნებართვას ელოდებიან, რომ მიწის ნაკვეთის შესწავლა გააგრძელონ და სხვა არტეფაქტების პოვნა შეძლონ.