იტალიაში ვულკანმა ეტნამ გაიღვიძა

იტალიაში, სიცილიის კუნძულზე ვულკანი ეტნა გააქტიურდა და ჰაერში ცხელ ლავასა და კვამლს ისვრის. ინფორმაციას ამის შესახებ გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს. ეტნას კრატერიდან გამოსროლილი ფერფლი და კვამლი 4 კილომეტრის სიმაღლეზე ადის. ვულკანის ამოფრქვევას ხმაური და მიწისქვეშა ბიძგები ახლავს თან.

ეტნას გააქტიურებასთან დაკავშირებით იტალიაში მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდეს.

ეტნა ევროპაში ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანია.