იტალიის ბენზინგასამართი სადგურების თანამშრომლები გაფიცვისთვის ემზადებიან

იტალიის ბენზინგასამართი სადგურების თანამშრომლები 48 საათიან გაფიცვას აანონსებენ.

ის 6 ნოემბერს დილით დაიწყება და 8 ნოემბერს დილით დასრულდება.

დემონსტრანტები ქვეყნის ხელისუფლების ახალ ინიციატივებს გააპროტესტებენ. მათი თქმით ბაზრის ორგანიზაციის ახალი რეგულაციები საწვავის კომპანიების მენეჯერებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებებზე აკისრებს, რომელზეც წესით ჯაჭვის სხვა მონაწილეებმა უნდა აგონ პასუხი.