იტალიის ხელისუფლება თვითდასაქმებულებს 600 ევროს გადაუხდის

იტალიის სოციალური მომსახურების ეროვნულმა ინსტიტუტმა ინსტრუქციები გამოაქვეყნა მათთვის, ვინც სახელმწიფოსგან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებს.

600 ევრო გათვალისწინებულია თვითდასაქმებულებისთვის, "ფრილანსერებისთვის" და სეზონური მუშებისთვის. განაცხადების მიღება 1 აპრილიდან დაიწყება.

22 მარტს იტალიის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ყველა საწარმოს დროებითი შეჩერების შესახებ განაცხადა. გამონაკლისში მხოლოდ სტრატეგიული ობიექტები, აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები შედის.