იტალიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ახალი მთავრობა ნაკლებად კონფლიქტური იქნება

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე აცხადებს, რომ ახალი მთავრობა, წინამორბედისგან განსხვავებით, ნაკლებად კონფლიქტური იქნება. მისი მთავარი მიზანი - ნაკლები დავა და სხვების მიმართ მეტი პატივისცემაა. 

ამის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადონ.

ჯუზეპე კონტეს თქმით, 5 ვარსკვლავისა და პროევროპული დემოკრატიული პარტიის კოალიციური მთავრობა ევროკავშირთან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, იტალიის ეკონომიკის განვითარებასა და გადასახადების შემცირებაზე იქნება ორიენტირებული.