ავღანეთში, მეჩეთში ლოცვის დროს აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

ავღანეთის ერთ-ერთ მეჩეთში ლოცვის დროს აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ TOLONews ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.  

ავღანეთში "თალიბებმა" რამადანის თვეში მარხვის დასრულების  ეიდ ალ-ფითრის დღესასწაულის წინ სამდღიანი ზავი გამოაცხადეს, თუმცა თავდასხმა მაინც განხორციელდა.