იუტას უდაბნოში აღმოჩენილი მონოლითი უეცრად გაქრა - VIDEO

აშშ-ში, იუტას უდაბნოში აღმოჩენილი უცნაური მეტალის მონოლითი უეცრად გაქრა. ამის შესახებ გამოცემა CNN იუწყება.

კოლორადოს მკვიდრმა რიკარდო მარინომ გამოცემას განუცხადა, რომ მონოლითისკენ მიმავალ გზაზე მან სატვირთო მანქანა შენიშნა. 

ცნობისთვის, 24 ნოემბერს, უჩვეულო ობიექტი ველური ბუნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, იუტას უდაბნოში გადაფრენის დროს მონოლითი შენიშნეს. მათი თქმით, არ არსებობდა მითითება, ვინ დაამონტაჟა მონოლითი, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 10-დან 12 ფუტამდე შეადგენდა.