"ჯადოსნური ცხოველები 3-ის" გადაღებები COVID-19-ის გამო შეჩერდა

"ჯადოსნური ცხოველების" მესამე ნაწილის გადაღებები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს, დროებით შეჩერდა. მიზეზი გადამღები ჯგუფის წევრის კორონავირუსით ინფიცირება გახდა. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვის დაუდასტურდა COVID-19.

სტუდია Warner Bros.-ის განცხადებით, ამჟამად ინფიცირებული თვითიზოლაციაშია. გადაღებები უსაფრთხოების ზომების დაცვით აღდგება.

"ჯადოსნური ცხოველების" მესამე ნაწილის პრემიერა 2022 წლის 15 ივლისს იგეგმება. მასში მონაწილეობას ჯუდ ლოუ, ედი რედმეინი, ეზრა მილერი და კეტრინ უოთერსონი თამაშობენ.