ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ იემენის რამდენიმე რაიონში საქმიანობა შეწყვიტა

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ იემენის 4 პროვინციაში პერსონალის მუშაობა შეაჩერა. გადაწყვეტილება უწყებამ თანამშრომელთა უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ რაიონების უმეტესობა ჰუსიტები აკონტროლებენ. სააგენტო Xinhua-ს ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ ჰუსიტები COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებულ მონაცემებს არ დამალავენ და გამჭვირვალედ გამოაქვეყნებენ.

ბოლო ინფორმაციით, იემენში კორონავირუსით ინფიცირების 36 შემთხვევა გამოვლინდა.