ჯანმო: აფრიკაში კორონავირუსის შემთხვევებმა 100 000-ს მიაღწია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ აფრიკაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 100.000-ს მიაღწია და კონტინეტზე არსებულ ყველა ქვეყანაში გავრცელდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 3,100-ს შეადგენს. 

”მიუხედავად იმისა, რომ  აფრიკაში კორონავირუსი რთული ფორმებით არ გავრცელებულა, კონტინენტზე სიკვდილიანობის იმაზე დიდი მაჩვენებელია, ვიდრე მსოფლიოს სხვა რეგიონებში, სადაც ვირუსის გავრცელების დონე ბევრად მასშტაბური იყო”-, განაცხადა ჯანმო-ს აფრიკის რეგიონალურმა დირექტორმა, დოქტორმა მატშიდისო მოტიმ. 

დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანმო-ს ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორმა მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ სიტუაცია შესწავლილი არ არის, და არ იციან რა გავლენას მოახდენს ვირუსი ლტოლვილთა ბანაკებზე, ქრონიკული დაავადებების მქონე ზრდასრულებსა და ბავშვებზე.