ჯანმო აშშ-ს მოუწოდებს, რომ ურთიერთობა არ დაასრულოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ  პრეზიდენტი ტრამპი აშშ-სა და ჯანმო-ს ურთიერთობების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას არ შეასრულებს. 

"ჩვენი და აშშ-ს თანამშრომლობის ფარგლებში, მსოფლიომ დიდი დახმარება მიიღო და გვსურს, რომ ეს ურთიერთობა არ დასრულდეს",- განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა. 

პარასკევს, ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ჯანმო-სთან ურთიერთობას დაასრულებს.