ჯანმო COVID-19-ის ახალი მუტაციის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის შესახებ, რომ COVID-19 ახალი მუტაცია ვირუსის სტრუქტურაზე. სერიოზულად მოქმედებს. ამის შესახებ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო დაავადებების ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა.

"ამ დროისთვის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ეს მუტაცია სხვაგვარად იქცევა. მაგრამ სიტუაციის შეფასებისას საჭიროა სიფრთხილე. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, აღმოჩნდება თუ არა მუტაციაში ცვლილებები, რომელსაც ანტისხეულების განეიტრალება შეუძლია. ამაზე ყველა მუტაციას ვამოწმებთ, რომელიც ჩნდება”, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარია ვან კერკხოვემ.

შეგახსენებთ, ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.