ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ახალშაბილის ძუძუთი კვების პერიოდში, კორონავირუსით ინფიცირებული დედიდან ინფექციის ჩვილზე გადაცემის რისკი არ არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს.
ჯანმო-მ ახალშობილებზე COVID-19-ის ინფექციის გადადების რისკების შესწავლის საფუძველზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, მეძუძურმა დედებმა ახალშობილის დედის რძით გამოკვება არ უნდა შეწყვიტონ.
"ვიცით, რომ ბავშვები COVID-19-ის შედარებით დაბალი რისკის ჯგუფში არიან, თუმცა ისინი სხვა მრავალი დაავადების მაღალ რისკ ჯგუფს წარმოადგენენ, რომლის განვითარებასაც ძუძუთი კვება უშლის ხელს", - ნათქვამია განცხადებაში.