ჯანმო: "დექსამეტაზონის" გამოყენება მხოლოდ მძიმე პაციენტებშია დასაშვები

კორონავირუსის საწინააღმდეგოდ "დექსამეტაზონის" გამოყენება, დაავადების მძიმე ფორმის მქონე პაციენტებისთვის მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით შეიძლება. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ჯანმოს საგანგებო მდგომარეობების საკითხებში პროგრამების დირექტორმა მაიკლ რაიანმა განაცხადა.

მისი თქმით, "დექსამეტაზონი" პროფილაქტიკისთვის განკუთვნილი საშუალება არ არის და იგი ძლიერი ანთების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. 

რაიანის განცხადებით, ამ ეტაპზე, ჯანმო კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკურ ხელმძღვანელობაში ცვლილებების შეტანას არ აპირებს. 

„ახლა არ არის აჩქარების დრო არ არის. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით საბოლოო მონაცემებს და სხვა კვლევების შედეგებიც უნდა ვნახოთ“ , - განაცხადა მაიკლ რაიანმა.