ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, ღარიბი რეგიონებისთვის ვაქცინები გაიღონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი ქვეყნებს მოუწოდებს, ღარიბი რეგიონების დასახმარებლად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები გაიღონ. განცხადება ჯანმო-ს ხელმძღვანელმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

"ქვეყნებს, რომლებსაც COVID-19-ის ვაქცინის ჯანმო-ს მიერ გადაუდებელი გამოყენების ნებართვის მქონე დოზები აქვთ, მოვუწოდებ, რაც შეიძლება მეტი დოზა გაიღონ, ხოლო, მწარმოებლებს ვთხოვ, დაეხმარონ ამ ქვეყნებს ვაქცინის დოზების სწრაფად ტრანსპორტირებაში", - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ Covax-ის პროგრამას სასწრაფოდ ესაჭიროება ვაქცინის 10 მილიონი დოზა.