ჯანმო ქვეყნებს რეკომენდაციებს აძლევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმ ქვეყნებს მიმართავს, რომლებმაც ახალი კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის შემსუბუქება დაიწყეს.

ჯანმო-მ გამოაქვეყნა ექვსი რეკომენდაცია, რომელიც ქვეყნებმა უნდა დაიცვან:

ვირუსის გავრცელება უნდა იყოს კონტროლირებადი;

სამედიცინო დაწესებულებებმა, უნდა გამოავლინონ თითოეული ინფიცირებული, იზოლაციაში ამყოფონ და უმკურნალონ. ასევე უნდა გამოიკვლიონ ინფიცირებულს ვისთან ჰქონდა კონტაქტი;

ვირუსის გავრცელება რისკები მაქსიმალურად უნდა იყოს შემცირებული ისეთ ადგილებში, როგორიცაა საავადმყოფოები და მოხუცთა თავშესაფრები. 

აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება, სამსახურებში, სკოლებში, ბაღებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში;

იმპორტის რისკები მართვა;

საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული ახალი წესების შესახებ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეხმაურება ჩინეთისა და სამხრეთ კორეის გამოცდილებას, რათა ამ ქვეყნებში ინფიცირების მეორე ტალღა სწორედ იმპორტირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.