ჯანმო მსოფლიოს ლიბანისთვის 15 მილიონის გამოყოფისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო თანამეგობრობას ლიბანის 15 მილიონით დახმარებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბეირუთში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დაუყოვნებლივ დახმარება სჭირდება.

გამოყოფილი თანხა აფეთქების შედეგად დაშავებულების სამკურნალოდ და პანდემიასთან საბრძოლველად გადანაწილდება. 

ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა.5000-მდე მძიმედ დაშავდა, 300 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და ქვეყანას 10-დან 15 მილიარდ დოლარამდე ზარალი მიადგა. ბეირუთში 2 კვირით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.