ჯანმო-ს COVAX პროგრამა ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის COVAX პროგრამა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

ჯანმო-ს COVAX პროგრამა ღარიბი ქვეყნებისათვის კორონავირუსის ვაქცინის სამართლიანი განაწილების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა. COVAX-ის პლატფორმის მეშვეობით, ღარიბი ქვეყნებისათვის ვაქცინების მიწოდება თებერვლიდან დაიწყება.

გამოცემის ცნობით, ნობელის პრემიაზე ასევე წარდგენილია GAVI-ს ვაქცინების ალიანსი, რომელიც ღარიბ ქვეყნებში იმუნიზაციის გაზრდაზე მუშაობს.

ორივე ორგანიზაცია ნობელის პრემიაზე ნორვეგიელმა დეპუტატებმა წარადგინეს.

ნობელის პრემიის გასული წლის ლაურეატი მსოფლიო საკვების პროგრამა გახდა.