ჯანმო-ს ხელმძღვანელი: ვირუსს გავრცელების უფრო კარგი შანსები აქვს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ორ წელიწადში დასრულდება. 

"ჩვენს სიტუაციაში, მეტი ტექნოლოგიითა და კავშირებით, ვირუსს გავრცელების უფრო კარგი შანსები აქვს. მას სწრაფად გადაადგილება შეუძლია. მაგრამ, ამასთანავე, ჩვენ გვაქვს ცოდნა და ტექნოლოგია, რომ ის შევაჩეროთ,"- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

ცნობისთვის, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 22 მილიონს გადააჭარბა.