ჯანმო-ს ხელმძღვანელმა მუსლიმებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა მუსლიმებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. ამის შესახებ განცხადება ჯანმო-ს ხელმძღვანელმა Twitter-ის ოფიციალურ ანგარიშზე გამოაქვეყნა.

"ყველას გილოცავთ ნოვრუზს. ახალი წლის, გაზაფხულის და ახალი საუკუნის დადგომა  განკურნების, განახლების და დაუსრულებელი ახალი შესაძლებლობების დროა. ახალ წელს  ყველასთვის სიხარული, ბედნიერება, მშვიდობა, სოლიდარობა და ჯანმრთელობა მოაქვს", - წერს ტედროს ადანომ გებრეისუსი.