კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინაცია 1 წლამდე ასაკის 80-მა მილიონმა ბავშვმა გამოტოვა.
ამის შესახებ, ერთობლივი განცხადება UNICEF-მა, ვაქცინაციის ინიციატივის ჯგუფმა Gavi-მ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და Sabin Vaccine institute-მა გააკეთა.
“ერთი მომაკვდინებელი დაავადება მეორეთი არ უნდა ჩავანაცვლოთ”, - აღნიშნა პრესკონფერენციაზე UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰენრიეტა ფორმა.
ჯანმომ ქვეყნებს მაგალითი შესთავაზა, პანდემიის პერიოდში როგორ უნდა ჩაატარონ უსაფრთხო ვაქცინაცია.
“ყველაზე საყურადღებო, რაც აღმოვაჩინეთ არის ის, რომ ადამიანები იმუნიზაციის ჩატარებას თავს არიდებენ"-,განაცხადა ჯანმო-ს ვაქცინაციის დირექტორმა, დოქტორმა ქეით ო’ბრაიენმა.
მათივე განმარტებით, ვაქცინაციის პროცესს ხელს ისიც უშლის, რომ ექიმები და ექთნები, რომლებიც ამ პროცესს უძღვებოდნენ, ახლა კორონავირუსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი.
”Covid-19-ის პანდემიის გამო, იმუნიზაციის პროგრამების შეფერხება და მთელი რიგი დაავადებების საპროფილაქტიკოდ ვაქცინაციის შეწყვეტა, ათწლეულების პროგრესსუქმნის საფრთხეს. მაგალითად ისეთი დაავადების პროფილაქტიკაზე უარის თქმა, როგორიც წითელაა,” - ნათქვამია ჯანმო-ს გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებაში.