ჯანმოს დირექტორმა ტრამპის ულტიმატუმს არ უპასუხა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ორგანიზაციისადმი მიწერილ წერილსა და ულტიმატუმზე კომენტარი არ გააკეთა. „ჩვენ წერილი მივიღეთ და მასზე ვმუშაობთ“, ასეთი იყო გებრეისუსის მოკლე პასუხი.

მანმადე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას წერილით მიმართა, სადაც მან ჯანმოს რეფორმირებისთვის 30 დღე მისცა, შეცდომების აღიარება და ჩინეთისგან რეალური დამოუკიდებლობის დამტკიცება მოსთხოვა, წინააღმდეგ შეთხვევაში დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა.