ჯარედ ლეტოს სხეული "ტრონი 3-ში" მონაწილეობისთვის მზად არის - PHOTO

ჰოლივუდის პოპულარულმა მსახიობმა, ჯარედ ლეტომ ფილმ "ტრონ 3-ში" მონაწილეობისთვის შთამბეჭდავ ფიზიკურ მონაცემებს მიაღწია. ის ფანტასტიკურ ფილმში მთავარი როლის შესასრულებლად ემზადებოდა, რის გამოც მას მკვრივი და კუნთიანი სხეული მოსთხოვეს. მან მიზანს მიაღწია. მსახიობმა ამის შესახებ "Instagram-ზე" დაწერა.

კინოსტუდია "Walt Disney", "ტრონი 3-ის" გადაღებებiსა და შესაძლო გამოსვლის თარიღს ჯერ არ ასახელებს. სავარაუდოდ, გადაღებები 2021 წლის პირველ ნახევარში დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ფილმ "ტრონ 3-ში" ლეტოს მთავარ როლში მონაწილეობის შესახებ ჯერ კიდევ 2017 წელს გახდა ცნობილი.