ჯეფ ბეზოსმა მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის სახელი დაიბრუნა

SpaceX-სა და Tesla-ს ხელმძღვანელი, ილონ მასკი, რომელიც ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იყო მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი, პირველ ადგილზე აღარ არის. დღეს ამ ტიტულს Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბოლო მონაცემებით, ბეზოსის ქონება 191 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო მასკის ქონება - 190 მილიარდ დოლარს.

რეიტინგში მესამე ადგილზეა Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი, მისი ქონება შეფასებულია 137 მილიარდ აშშ დოლარად, ხოლო სიაში მეოთხე ადგილს 116 მილიარდი აშშ დოლარით Louis Vuitton Moët Hennessy-ის პრეზიდენტი ბერნარ არნო იკავებს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ხუთეულში, 104 მილიარდი აშშ დოლარის ქონებით, Facebook- ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგია.