ჯეფრი რაში ცილისწამებისთვის უმსხვილეს კომპენსაციას მიიღებს

ავსტრალიის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გამოცემამ Daily Telegraph ცილისწამებისთვის ცნობილ მსახიობს, ჯეფრი რაშს რეკორდული ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2019 წელს გამოიტანა.

მსახიობის ყოფილ კოლეგის მიმართ უხამს ქცევაში ადანაშაულებდნენ. სასამართლომ ჯეფრი რაშის სარჩელი დააკმაყოფილა და გამოცემას 2,9 მილიონი ავსტრალიური დოლარის (დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარი) გადახდა დააკისრა.