ჯეიჰუნ ბაირამოვმა აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზების პირობები დაასახელა

"აზერბაიჯანისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი გათავისუფლებული ტერიტორიების აღდგენა და ჩვენი მოქალაქეების წინაპართა მიწაზე დაბრუნებაა", - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მისი თქმით, ამ მიმართულებით აზერბაიჯანი სისტემატურ ნაბიჯებს დგამს.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას მხარს უჭერს.

"ამისათვის აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი სამმხრივი განცხადებების შესრულებაა საჭირო. აზერბაიჯანი ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს და ასეც გაგრძელდება", - განაცხადა ბაირამოვმა.