ჯეიმს ბონდის ბოლო ფილმის თიზერი გამოქვეყნდა - VIDEO

ინტერნეტში ჯეიმს ბონდზე გადაღებული ბოლო ფილმის თიზერი ვრცელდება. ოფიციალურ თრეილერს ფილმის შემქმნელები 4 დეკემბერს გაავრცელებენ.

სუპერპოპულარული აგენტის როლს ისევ დენიელ კრეიგი მოირგებს. ეს კინოეპოპეის ბოლო ნაწილი იქნება. ფილმს "სიკვდილისთვის დრო არ არის ეცმევა". უკვე ცნობილია, რომ ბონდი ძველ ტრადიციებს არ ღალატობს, ისევ ელენაგანტურ კოსტიუმშია გამოწყობილი, ძვირადღირებულ მანქანებზე გადაადგილდება, გვერდს კი მას ისევ ულამაზესი ქალბატონები დაუმშვენებენ.

ფილმის პრემიერა 2020 წლის გაზაფხულზე შედგება.