ჯეკ დორსმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის მილიარდი დოლარი გადარიცხა

ჯეკ დორსმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის მილიარდი დოლარი გადარიცხა . „ტვიტერის“ დამფუძნებელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა.

 ჯეკ დორსის თქმით, მისი ფონდი „სთართ სმოლი“ კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად მიმართულ პროექტებს დააფინანსებს, ხოლო პანდემიის დაძლევის შემდეგ, ჯანდაცვაზე და განათლებაზე მიმართულ პროექტებზე იქნება ორიენტებული.