ინდოეთი რუსეთთან ერთად ახალი თაობის ზებგერით იარაღს შექმნის

ინდოეთის თავდაცვის კვლევისა და განვითარების ორგანიზაციამ (DRDO) ახალი თაობის ზებგერითი იარაღის შესაქმნელად მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას Hindustan Times ავრცელებს. Brahmos-2 - ასე ერქმევა იარაღს, რომელზეც ინდოეთი რუსეთთან ერთად მუშაობს და რომლის სიჩქარე ბგერის სიჩქარეზე 5-ჯერ მაღალი იქნება.

ზებგერითი რაკეტა უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში შეიქმნება. იარაღის პროტოტიპი, Brahmos-NG რუსულ-ინდურმა ერთობლივმა საწარმომ Brahmos Aerospace-მა აეროკოსმოსურ გამოფენაზე 2019 წელს უკვე წარმოადგინა. ახალი ზებგერითი იარაღის გამოცდა 2024 წლის დასაწყისში იგეგმება. მას რუსული წარმოების თვითმფრინავებზე მიგ-29 და სუ-30 -ზე დაამაგრებენ.

ახალი თაობის იარაღზე მუშაობა ინდოეთმა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა, ჩინეთმა და რუსეთმა, ბირთვული შეკავების სტრატეგიის ფარგლებში, ზებგერითი იარაღის გამოცდა დაიწყეს.