ჯგუფი U2 კორონავირუსთან საბრძოლველად 10 მილიონ ევროს გამოყოფს

ირლანდიური როკ-ჯგუფი U2 კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 10 მილიონ ევროს გამოყოფს.

ამ დროისთვის, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხაა, რაც ვარსკვლავებმა ეპიდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ გაიღეს.

აღნიშნული თანხით შეძენილი ინფექციისგან დამცავი სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობის პირველი ნაწილი, დუბლინის საავადმყოფოებს უკვე გადაეცათ.