ჯიმ კერის სერიალი მეორე სეზონის შემდეგ დახურეს

ტელეარხმა Showtime ტრაგიკომედია "ვხუმრობ" დახურა, რომელშიც მსახიობი ჯიმ კერი ასრულებს. ეთერში სერიალის ორი სეზონი გავიდა, ამიტომ ის დაუსრულებელი აღმოჩნდა.

"ვხუმრობ" ცნობილი საბავშვო ტელეწამყვანის, ჯეფ პიკლის ისტორიას ჰყვება, რომელის ბავშვებს ართობს, თვითონ კი ძალიან უბედურია. 2018 წელს გამოსულმა სერიალმა კრიტიკოსების მოწონება და უამრავი პრესტიჟული პრემია დაიმსახურა.

Showtime არ აკონკრეტებს, რა გახდა სერიალის დახურვის მიზეზი.