აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი საავადმყოფოში მოათავსეს

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი საავადმყოფოში მოათავსეს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, მას მენჯის მოტეხილობა აქვს.

ჟურნალისტების ცნობით, 95-წლის კარტერი ჯორჯიის შტატში საკუთარ სახლში დაეცა და ტრავმა ამის შედეგად მიიღო.

აშშ-ს 39-ე პრეზიდენტი ქვეყანას 1977-1981 წლებში მართავდა.