ბაიდენმა აშშ-ის მთავარი ტერორისტული საფრთხე დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით შტატების მთავარი ტერორისტული საფრთხე თავად ქვეყნის შიგნით თეთრი რასისტებისგან მომდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

”ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ იმას, რაც ჩვენმა დაზვერვის სააგენტოებმა დაადგინეს: სამშობლოსთვის ყველაზე მომაკვდინებელი ტერორისტული საფრთხე დღეს ტერორიზმისგან მოდის, რომელიც თეთრების უპირატესობას უჭერს მხარს”, - განაცხადა ბაიდენმა კონგრესის ორი პალატის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.