ჯო ბაიდენი ბრიუსელში იმყოფება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიუსელში იმყოფება. ის 14 ივნისს NATO-სა და 15 ივნისს ევროკავშირის სამიტებში მიიღებს მონაწილებას.

მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი დღეს ჩრდილოეტლანტიკური ქვეყნის დანარჩენი 29 წევრი ქვეყნის ლიდერებთან 3-საათიან შეხვედრას გამართავს.

შეხვედრაზე, სავარაუდოდ, სხვა თემებთან ერთად, ავღანეთიდან ჯარების გაყვანის, ჩინეთსა და რუსეთთან დაკავშირებული საკითხებიც იქნება განხილული.

ოთხშაბათს ჯო ბაიდენი ჟენევაში ჩავა და რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან გამართავს შეხვედრას.

ჯო ბაიდენი ბელგიაში გაერთიანებული სამეფოდან ჩავიდა, სადაც ის G-7-ის სამდღიან სამიტში მონაწილეობდა.