ჯო ბაიდენი მარიჰუანის ლეგალიზაციის ინიციატივით გამოდის

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, დემოკრატიული პარტიის წევრი ჯო ბაიდენი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მარიჰუანის ლეგალიზაციის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან ტელედებატების დროს განაცხადა, რომელსაც პირდაპირ ეთერში MSNBC გადასცემდა.

"ვფიქრობ, მარიჰუანის დეკრიმინალიზაციაა საჭირო. წერტილი. ვფიქრობ, ყველამ, რომლის წინააღმდეგ ამასთან დაკავშირებით საქმე იყო აღძრული, ციხე უნდა დატოვოს", - განაცხადა ბაიდენმა.

დღესდღეობით აშშ-ს 11 შტატში და კოლუმბიის ოლქში მარიჰუანის მოწევა "რეკრეაციული მიზნებით" დასაშვებია, 30-მდე შტატში კი მისი "სამედიცინო მიზნებით" მოხმარება ლეგალურია.