ჯო ბაიდენის ძაღლის "ინდოგურაცია" 17 იანვარს გაიმართება

დელავერის ჰუმანიტარული ასოციაცია აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ძაღლის, გერმანული ნაგაზის, სახელად მაიორის "ინდოგურაციის" ცერემონიალს გამართავს. ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი Insider წერს.

გამოცემის ცნობით, ცერემონია ბაიდენის ინაუგურაციამდე, 17 იანვარს გაიმართება.  

ცერემონიიდან მიღებული შემოწირულობები ქველმოქმედებას მოხმარდება.

ცნობისთვის, 20 იანვარს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება, რის შემდეგაც სახელმწიფო მეთაურის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს.