ჯო ბაიდენმა ეკონომიკურ მრჩეველთა გუნდი წარადგინა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახაზინო მდივნის თანამდებობაზე ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი თავმჯდომარე ჯანეტ იელენი დაასახელა.

"მიხარია, რომ მეძლევა საშუალება, ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჯანეტ იელენი წარვადგინო. მასზე კარგად კრიზისთან ბრძოლისთვის არავინაა მომზადებული", - განაცხადა ბაიდენმა.

იელენის მოადგილედ კი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ფონდის ხელმძღვანელი უოლი ადეიემო წარადგინეს. ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას კი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომისტი სესილია როუსი დაიკავებს.