ჯო ბაიდენმა გაერო-ს ყოფილი ელჩი USAID-ის ხელმძღვანელად წარადგინა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელად გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი სამანტა პაუერი წარადგინა.

სამანტა პაუერი COVID-19- ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის, კლიმატის ცვლილების, გლობალური სიღარიბისა და დემოკრატიის საკითხებს გაუწევს კურირებას.

”პაუერი გააერთიანებს საერთაშორისო საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებთან ერთად იმუშავებს იმისათვის, რომ წინ აღუდგეს ჩვენი დროის უდიდეს გამოწვევებს, მათ შორის COVID-19-ს, კლიმატის ცვლილებებს, გლობალური სიღარიბესა და დემოკრატიაზე უარის თქმას", - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ჯო ბაიდენმა აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში უილიამ ბერნსი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელის პოსტზე, ხოლო კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოს უფროსი მერიკ გარლანდი გენერალური პროკურორის პოსტზე წარადგინა.