ინგლისელი მწერალს, ჰარი პოტერის წიგნების ავტორს, ჯოან როულინგს მომხმარებლები "Twitter-ზე" სიკვდილს უსურვებენ მისი ახალი წიგნის "Troubled Blood-ის" გამო.
როულინგის ახალი რომანის მთავარი გმირი სერიული მკვლელია, რომელიც შენიღბავს ქალს და სასტიკად უმკლავდება თავის მსხვერპლს. "Twitter-ის" მომხმარებლებმა ამბავი ტრანსფობიურად მიიჩნიეს, რადგან ის ტრანსგენდერ ქალებს სერიულ მკვლელებად ასახავს.
ახალი დეტექტივის გამოსვლის წინა დღეს "Twitter-ზე" გამოჩნდა ჰეშთეგი #RIPJKRowling, (განისვენე მშვიდად ჯოან როულინგ), რომელიც ვირუსულად გავრცელდა სოციალურ სივრცეში. ამით მომხმარებლებმა ნამუშევრის მიმართ უკმაყოფილება გამოხატეს.