ჯოჯუღ მიარჯანლიში სახლებია დანგრეული

სომხეთის შეიარაღებული ძალები სამოქალაქო მოსახლეობის მისამართით საარტილერიო სროლას აგრძელებენ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ჯაბრაილის რაიონის სოფელ ჯოჯუღ მიარჯანლიში ბევრი სახლი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

"ამჟამად პროკურატურის ორგანოების თანამშრომლები ბრძოლის პირობებში ყველა შესაძლო ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებას ახორციელებს", - აღნიშნულია განცხადებაში.