ჯონ ლენონისა და იოკო ონოს აქამდე გამოუქვეყნებელი ფოტოებით წიგნი გამოიცა - PHOTO

ამერიკელმა ფოტოგრაფმა ბრაიან ჰამილმა გამოუშვა წიგნი "Dream Lovers", რომელშიც ჯონ ლენონისა და იოკო ონოს მანამდე გამოუქვეყნებელი ფოტოებია წარმოდგენილი. მან ისინი მაშინ გადაიღო, როდესაც წყვილი ნიუ-იორკში დასახლდა.

"პირველად ჯონი 1972 წლის 13 ოქტომბერს გადავიღე და ძალიან ვღელავდი! დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში ფოტოჟურნალისტიკით ვიყავი დაკავებული, ამიტომ დარწმუნებული ვიყავი ჩემს შესაძლებლობებში, მაგრამ ეს მაინც დიდი საქმე იყო. ლენონი ჩემი საყვარელი "ბიტლი" იყო", - თქვა ჰამილმა.

წიგნის ღირებულება 35 დოლარია.