ბუშის და პუტინის ცეკვის დღემდე უცნობი ვიდეო გამოქვეყნდა - VIDEO

EURONEWS-ი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ცეკვის ვიდეოს ავრცელებს. ვიდეო სოჭში 2008 წელს არის გადაღებული თუმცა ის ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი ახლა გახდა. 

ვიდეომასალა ცოტა ხნის წინ თავად კრემლმა გაავრცელა. მასალა პუტინის მმართველობის 20-წლისთავს ეხებოდა.

„ევრონიუსი“ აღნიშნავს, რომ ჯორჯ ბუში პუტინს ნატო-ბუქარესტის სამიტის შემდეგ სტუმრობდა. სწორედ ამ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას ემხრობოდა, მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა.