ჯოშ გადმა "ბეჭდების მბრძანებლის" ძველი შემადგენლობა გააერთიანა - VIDEO

პიტერ ჯექსონის "ბეჭდების მბრძანებლის" ტრილოგიის მსახიობთა შემადგენლობა ჯოშ გადის შოუს ახალ გამოშვებაში მიიღებს მონაწილეობას. YouTube-ის არხზე ტრანსლაცია 2020 წლის 31 მაისს შედგება.

გადმა ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ვიდეოკავშირით ჯერ შონ ოსტინს ესაუბრება, შემდეგ კი ზარში ელაიჯა ვუდი, დომინიკ მონაჰენი, ბილი ბოიდი, ორლანდო ბლუმი და იენ მაკკალენი ერთვებიან.

"შემოგვიერთდით კვირას, თუ არ გსურთ, რომ ეს ეპიკური "რეიუნიონი" გამოტოვოთ", - წერია ვიდეოს აღწერაში.