ქაბულიდან დოჰაში 170 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ქაბულიდან დოჰაში 170 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იუწყება. ევაკუირებულთა შორის არიან ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის მოქალაქეები.

ბორტზე მყოფ 170 პირს შორის იმყოფებიან აშშ-ის, ბელგიის, ბრიტანეთის, ხორვატიის, გერმანიის, ნიდერლანდებისა და იტალიის მოქალაქეები, ასევე ავღანელები. 

მათი ქაბულის აეროპორტში გადაყვანა ყატარის ავტოკოლონით განხორციელდა. ყატარის ხელისუფლებამ ავღანეთის ახალ მმართველებთან – თალიბებთან მიაღწია შეთანხმებას, მგზავრების უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველსაყოფად.

სააგენტოს ცნობით, ეს მესამე ჩარტერული რეისია, რომელიც ავღანეთიდან დოჰაში სრულდება მას შემდეგ, რაც აგვისტოს ბოლოს აშშ-ის სამხედროებმა ქვეყანა დატოვეს.