ქაბულის აეროპორტი დროებით დაიკეტება

ავღანეთის დედაქალაქის, ქაბულის აეროპორტი 48 საათით დაიკეტება იმისთვის, რომ იმ ადამიანების ევაკუაცია განხორციელდეს, რომლებიც ამჟამად აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ამასთან აეროპორტის შესასვლელთან ათასობით ადამიანია შეკრებილი, მათ ქვეყნის დატოვება სურთ.
"თალიბანის" წარმომადგენლების თქმით, უახლოეს საათებში სიტუაციას დაალაგებენ და სავიზო რეჟიმს გაამარტივებენ.