ქაბულის აეროპორტიდან საერთაშორისო კომერციული ფრენები განახლდება

ქაბულის ქაჰამიდ კარზაის  საერთაშორისო აეროპორტი ფრენების განახლებისთვის 90%-ით მზადყოფნაშია.

ამის შესახებ ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენლმა ტერორიზმთან ბრძოლისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, მუტლაკ იბნ მაჯიდ ალ-კახტანმა განაცხადა.

მან დასძინა, რომ პირველი, საერთაშორისო ფრენები დოჰადან ქაბულში განხორციელდება და თანდათანობით ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტი საერთაშორისო ფრენებისთვისაც გაიხსნება.