ქაბულში აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დასავლეთ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა და 72 დაშავდა. ამის შესახებ ტელეკომპანია TOLOnews ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, შემთხვევა სასწავლო ცენტრთან მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თავის მხრივ, ტელეკომპანია Al Arabiya იტყობინება, რომ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.