ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას Aamaj News ავრცელებს.

მისი ცნობით, ინციდენტი დედაქალაქის დეჰმაზანგის რაიონში, სასაზღვრო პოლიციის შტაბის შენობის მოპირდაპირე მხარეს მოხდა.

თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ არის მსხვერპლი.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.